მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „ახალგაზრდები ოლიგარქიის წინააღმდეგ“ გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციასთან პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივით აქცია სახელწოდებით „ახალგაზრდები ოლიგარქიის წინააღმდეგ“ გაიმართა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, „ქართული ოცნება“ არასწორ საგარეო და საშინაო პოლიტიკას აწარმოებს. მათი თქმით, „ამით სულ უფრო ფუჭდება ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ დასავლელ პარტნიორებთან“.
„აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავუმეოროთ ის გზავნილი, რაც აშშ-ის კონგრესიდან ისმის. გზავნილი, რომელიც ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი. ჩვენ აქ მოვედით, რათა გავაპროტესტოთ ის მანკიერი მმართველობა, რაც რვა წლის თავზე ჩამოყალიბდა. გვინდა განვითარება და ამ მანკიერებას არ შევეგუებით“,- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, საბა ბუაძემ.