მთავრობის ადმინისტრაციასთან ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ის ტერიტორიიდან გაიყვანეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ სამართალდამცველებმა ალეკო ელისაშვილი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ხალხი „ქართულ ოცნებას“ უკან დაახევინებს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაჰყოლოდნენ.
„ერთი წამოდით, წამომყევით, რა. წამოდით, ძმებო. მომაწექით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილმა რამდენჯერმე სცადა პოლიციის კორდონის გარღვევა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს.