მთავრობის ადმინისტრაციასთან 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციასთან 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებს ხელში დაკავებულების ფოტოსურათები ქონდათ მიტანილი.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ 20-21 ივნისის დროს დაკავებულები, მათ შორის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, რადგან ისინი უდანაშაულოები არიან.
აქციაზე ასევე იმყოფებდა 20-21 ივნისს დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ბიძა მალხაზ მაჩალიკაშვილი.