მთავრობის ადმინისტრაციაში ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა, ასევე შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა და სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე არიან.

ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ორბანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.