მთავრობის ადმინისტრაციაში იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირისპირ შეხვედრას მართავენ.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.