მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს [ვიდეო]

მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

სხდომას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

სხდომის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ბრიფინგი.