მთავრობის ადმინისტრაცია - პრემიერის დავალებით, საჭიროების შემთხვევაში, ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებულ მოსწავლეებს საზღვარგარეთ გადაიყვანენ
მთავრობის ადმინისტრაცია - პრემიერის დავალებით, საჭიროების შემთხვევაში, ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებულ მოსწავლეებს საზღვარგარეთ გადაიყვანენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობიდან ფანჯრის მინის ჩამოვარდნის შედეგად მომხდართან დაკავშირებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„დაშავებული არასრულწლოვნები ამჟამად გადაყვანილნი არიან სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათ შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა უტარდებათ. ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეები – აკაკი ზოიძე და მარიამ ჯაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც მომხდარში დადასტურდება.

პრემიერ-მინისტრი მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გიორგი კვირიკაშვილის დავალების შესაბამისად, ყველა შესაბამისი უწყება მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს დაშავებული ბავშვების საზღვარგარეთ გადაყვანა“, – ნათქვამია მთავრობის ადინისტრაციის განცხადებაში.