მთავრობის ადმინისტრაცია - ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირადად გამოუცხადა თანაგრძნობა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო [ფოტო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირადად გამოუცხადა თანაგრძნობა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო.
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს დღეს შეხვდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის, აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება.
ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობას, ასევე საქართველოს მიერ აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს რთულ დროს მყისიერად აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ ხალხს – გამძლეობა, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.