მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს დღეს თურქეთში, პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის, აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება.
ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობას, ასევე საქართველოს მიერ აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს რთულ დროს მყისიერად აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ ხალხს – გამძლეობა, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.