მთავრობაში ცვლილებების პარალელურად შესაძლოა, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება ჩამოყალიბდეს
საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების პარალელურად შესაძლოა, ახალი საგამოძიებო უწყება ჩამოყალიბდეს.
პირველი არხის ინფორმაციით, ამ უწყების შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ისაუბრებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კი, საუბარია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც სამართალდამცველთა ქმედებების მართლზომიერებას გამოიძიებს.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ მთავრობას აქვს პოლიტიკური ნება, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი.