მთავრობამ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა და მას პარლამენტს წარდუგენს
მთავრობამ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და მას პარლამენტს წარუდგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ფონდების შესახებ კანონი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია.
„ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით ოთხი წელი. ეს მუშაობა დასრულდა წარმატებულად. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის. კაპიტალის ბაზრის განვითარება გახლავთ ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება ეკონომიკაში ფინანსური რესურსის გადანაწილებისთვის. დღეს ჩვენ ეს მუშაობა დავასრულეთ და შესაბამისი კანონმდებლობა გადაეგზავნება პარლამენტს. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესგარემოს განვითარებისა და უცხოური კაპიტალის მოზიდვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონის მიღება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეკონომიკაში კაპიტალის გადანაწილებისთვის, კაპიტალის ბაზრის განვითარება, ისევე, როგორც ფონდების შესახებ კანონი, იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის სხდომის დღის წესრიგში განსახილველად 11 საკითხია შეტანილი, მათ შორის არის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.