მთავრობამ პარლამენტს სხდომათა დარბაზის აკუსტიკის გასაუმჯობესებლად შესყიდვის უფლება მისცა
მთავრობამ პარლამენტს სხდომათა დარბაზის აკუსტიკის გასაუმჯობესებლად შესყიდვის უფლება მისცა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ 9 აგვისტოს გამოცემულ დადგენილებაშია საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება აუდიოაპარატურის გამართვა, ასევე პრეზიდიუმის იერსახისა და დარბაზის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც.
პარლამენტის აპარატი შესაბამის შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს, თანხა კი 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემაზე დეპუტატთა ნაწილი საუბრობდა. კანონპროექტების განხილვისას და კენჭისყრის დროს ეს რამდენჯერმე გაუგებრობის მიზეზიც გახდა.
პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი დინამიკების შესასყიდად თანხის შეგროვების ინიციატივითაც გამოვიდა.