მთავრობა პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესს 2019 წლის პირველ იანვრამდე განსაზღვრავს
მთავრობა პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესს 2019 წლის პირველ იანვრამდე განსაზღვრავს

საქართველოს მთავრობას პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წესის განსაზღვრა 2018 წლის 5 ნოემბრის ნაცვლად, 2019 წლის პირველ იანვრამდე შეეძლება.

შესაბამისი ცვლილებები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შედის. მანამდე აღნიშნული წესის შემუშავებისთვის ვადა მიმდინარე წლის 5 ნოემბრამდე იყო განსაზღვრული.

ცვლილებებით, მთავრობას 2019 წლის პირველ იანვრამდე შეეძლება როგორც პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის დამტკიცება, ასევე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის, რეალიზაციის შეჩერებისა და განადგურების წესების დამტკიცება.