მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში 2018 წელს სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის 112 თანამშრომლის მიმართ ჩატარდა
მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში 2018 წელს 66 სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის 112 თანამშრომლის მიმართ ჩატარდა, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საგამოძიებო უწყებამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.
პროკურატურის ანგარიშის თანახმად, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოკვეთილი დისციპლინური გადაცდომების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელი დაეკისრა შვიდ თანამშრომელს, მათ შორის შენიშვნა გამოეცხადა სამ თანამშრომელს, საყვედური ორ თანამშრომელს, ხოლო პროკურატურის სისტემიდან ორი თანამშრომელი დაითხოვეს.
სამსახურებრივი შემოწმების დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რეკომენდაციით მიემართა 23 თანამშრომელს, ხოლო ოთხი თანამშრომელი, სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა პროკურატურის სისტემიდან.
2018 წელს საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გამოძიება სისხლის სამართლის 18 საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო.
2018 წელს გამამტყუნებელი განაჩენი ოთხი პირის მიმართ გამოიტანეს.