სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა გამოკითხვაზე მთავარ პროკურატურაშია დაბარებული.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, საგამოძიებო უწყება ასკურავას გუშინ დაუკავშირდა და მან განაცხადა, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემას დღეს შეძლებს.
უწყების ცნობით, მთავარ პროკურატურაში ლანჩხუთის საკრებულოს წევრი 12:00 საათზე გამოცხადდება.