მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2019 წლის მეორე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში 14 პროექტი დაფინანსდება
მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2019 წლის მეორე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში 14 პროექტი დაფინანსდება

ქართული ლიტერატურის მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში 2019 წლის მეორე სააპლიკაციო პერიოდში დაფინანსებული პროექტები ცნობილია. ინფორმაცის ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2019 წლის მეორე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაფინანსდება 13 საერთაშორისო პროექტი:

გერმანია
* თეონა დოლენჯაშვილი – „მემფისი“ – Kalk Verlag
* სალომე ბენიძე და დინა ოგანოვა – “sHEROes” – Aviva Britta Jurgs
* ნინო ლეჟავა, ანა კორძაია-სამადაშვილი, ანა მარგველაშვილი, ნინო ბექიშვილი, მაშო სამადაშვილი, ბიძინა რამიშვილი – „კალენდულა და ლურჯი ღილი“ – Mitteldeutscher Verlag

აშშ
* მიხაკო წერეთელი – „ერი და კაცობრიობა“ – Nova Science Publishers

უკრაინა
* გაგა ნახუცრიშვილი – „ზამთრის ზღვა“ – The Dzhezva Publishing

პოლონეთი
* არჩილ ქიქოძე – „სამხრეთული სპილო“ – Borderland Foundation

ჩეხეთი
* გიორგი არაბული – „გვრინი“ – Vetrne mlyny
* ერეკლე დეისაძე – „შიშინი“ – Vetrne mlyny

ბულგარეთი
* აკა მორჩილაძე – „სანტა ესპერანსა“ – Paradox Publishing

თურქეთი
* მიხეილ ჯავახიშვილი – „თეთრი საყელო“ – Grano ic ve dis tic. (Paris Publishing House)
* დავით კლდიაშვილი -„სამანიშვილის დედინაცვალი“ – Grano ic ve dis tic. (Paris Publishing House)

აზერბაიჯანი
* ნანა ექვთიმიშვილი – „მსხლების მინდორი“ – Teas Press Nashriyyat Evi LLC
* შოთა რუსთაველი – „ვეფხისტყაოსანი“ – Alatoran