მსვლელობის მონაწილეები „დედაენის ბაღში“ მივიდნენ. აქციის მონაწილების განცხადებით, ისინი სწორედ „დედაენის ბაღში“ დარჩებიან დილამდე და გააგრძელებენ შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით პროტესტს.
მათი განცხადებით, მთავარი მოთხოვნა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაა.
აქციაზე აქტივისტებთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათ შორის არის „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
„კომენდანტი საათს ვაპროტესტებთ. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი შეზღუდვა, რომელიც დაწესებული აქვს მთავრობას. მოსახსნელია ყველა შეზღუდვა და პირველ რიგში კომენდანტის საათი. სირცხვილია, საკუთარი მთავრობა ადამიანებს ასე ექცეოდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.