მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა. 113 წლის ფრანსისკო ნუნიეს ოლივეირა ესპანეთში ცხოვრობდა.

ოლივეირა 1904 წლის 13 დეკემბერს ბიენვენიდოში დაიბადა, ქალაქში სადაც დაახლოებით ორი ათასი ადამიანი ცხოვრობს. ოლივერამ მთელი ცხოვრება ამ ქალაქში გაატარა. თანაქალაქელები მას მარჩენას ეძახდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ძალიან ჰგავდა პეპე მარჩენას.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ძალიან ჯანმრთელი იყო. ქალაქში გლოვა გამოცხადდა.