მსოფლიოში ქარის მცურავი პირველი ელექტროსადგური უკვე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს
ქარის მცურავი ელექტროსადგური შოტლანდიის აღმოსავლეთით მდებარეობს. სადგური ნორვეგიულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა “სტატოილმა” ააშენა.
ტურბინის თითოეული ფრთის სიგრძე 75 მეტრია. კონსტრუქციის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან 180 მეტრს აღწევს, ხოლო ქვემოთ 80 მეტრია.
სადგურზე დამონტაჟბულია ხუთი ცალი ექვსი მეგავატის სიმძლავრის ქარის ტურბინები.
Statoil-ის ტურბინები ელექტროენერგიით 20 000 სახლს მოამარაგებს.