ნავთობი კვლავ გაუფასურდა. როგრც „დოიჩე ველე“ წერს, დასავლეთ ტეხასური ნავთობის (WTI) მაისის ფიუჩერსების ღირებულება 15 პროცენტით, ხოლო „ბრენტის“(Brent) ტიპის ნავთობის ფასი 4 პროცენტით შემცირდა.
20 აპრილს, ლონდონის ბირჟაზე დასაველთ ტეხასური ბარელი ნავთობის ფასმა 15,92 დოლარი შეადგინა, ხოლო ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 27 დოლარი ღირს.
აზიურ ბირჟებზე ნავთობი რეკორდულად გაუფასურდა. ბარელის ფასი 15 დოლარზე ნაკლები იყო. ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში ნავთობის მსხვილი მწარმოებელი სახელმწიფოების და მათი პარტნიორები ყოველდღიურად მოპოვებული „შავი ოქროს“ მოცულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ.
მოგვიანებით, „ოპეკის“ წევრებმა შეთანხმება შეძლეს. თუმცა, ნავთობის ფასზე კორონავირუსის პანდემია აისახა და „შავ ოქროზე“ მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.