მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 200 000-ს აჭარბებს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ვირუსით 200 689 ადამიანია დაღუპული.
ლეტალური შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება, სადაც ვირუსით 50 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში: აშშ-ში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 20 000-ს აჭარბებს.
მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა კი, უკვე სამ მილიონს უახლოვდება.
კორონავირუსით პირველი გარდაცვალების ფაქტის შესახებ ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად 11 იანვარს განაცხადა.