მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი აშშ-ზე, ბრაზილიასა და ინდოეთზე მოდის.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას „შოკისმომგვრელი“ უწოდა.

„ჩვენ არასდროს არ უნდა გამოგვეპაროს მხედველობიდან არც ერთი ადამიანის სიცოცხლე. ისინი იყვნენ მამები და დედები, ცოლები და ქმრები, ძმები და დები, მეგობრები და კოლეგები. ტკივილი გაძლიერდა ამ დაავადების სისასტიკით“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 33 მილიონ 270 ათასს აღემატება. აქედან 23 მილიონზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.