დონალდ ტუსკი – საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მის მოსამართლეებზე თავდასხმა კანონის უზენაესობის დანგრევის კიდევ ერთი თავია, რომელსაც პრეზიდენტები დუდა და ნავროცკი ახორციელებენ

00:13, 01.11.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალში მიმდინარე მოველებთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებზე კომპრომისი არ შეიძლება.

ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში ტუსკმა განაცხადა, რომ „კანონისა და სამართლიანობის“ (PiS) ყოფილის მთავრობის მიერ დაწესებული ტრიბუნალი სასამართლო არ იუო.

ამასთან, ტუსკმა „კანონისა და სამართლიანობის“ ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები – ანდჟეი დუდა და კაროლ ნავროცკი ქვეყანაში კანონის უზენაესობის გაუარესების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.

ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ ტრიბუნალის მუშაობაში და არ უნდა გასცემდნენ ბრძანებებს მის შენობაში, მაშინაც კი, თუ ისინი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებენ.

„საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მის მოსამართლეებზე თავდასხმა კანონის უზენაესობის დანგრევის პროცესის კიდევ ერთი თავია, პროცესის, რომელსაც პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ასევე პრეზიდენტები – დუდა და ნავროცკი ახორციელებენ. საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, მე ვცადე ტრიბუნალის აღდგენა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ტრიბუნალი, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მიერ დაწესებული ფორმით, ნამდვილი სასამართლო არ იყო. მინდა, ძალიან ნათლად გავუსვა ხაზი: ტრიბუნალის კანონიერად არჩეულ წევრებს თავს დაესხნენ და ადგილზე მყოფმა პოლიციამ ტრიბუნალი თავდამსხმელებისგან დაიცვა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ამასთან, ტუსკის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ PiS-ის წევრები პრორუსულ ძალებში პოულობენ მხარდაჭერას.

„შემთხვევითი არ არის, რომ ისინი მხარდაჭერას მსოფლიოში პრორუსულ ძალებში პოულობენ და მიმდინარე კონფლიქტში მათ მხარს უჭერს ონლაინ რუსული ბოტების არმიაც კი. სინამდვილეში, საჯაროდ შექებაც კი მიიღეს კრემლის მთავარი იდეოლოგისგან“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი