პარიზში, ბასტილიის მოედანთან პოლიციის გაძლიერებული მობილიზებაა [ვიდეო]
პარიზში, ბასტილიის მოედანთან პოლიციის გაძლიერებული მობილიზებაა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი პარიზიდან იუწყება, ამ წუთებში პოლიციას გადაკეტილი აქვს ბასტილიის მოედანთან მისასვლელი, სადაც აკრძალულია აქციის გამართვა.
სამართალდამცველების ყოფნა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება. ფრანგული მედიის ცნობით, დღის განმავლობაში პოლიციამ ბასტილიის მიმდებარე ქუჩებში არასანქცირებული შეკრების მონაწილეები შეაჩერა. დაახლოებით 200 დემონსტრანტი პოლიციის კონტროლის ქვეშ გადაადგილდებოდა.
სამართალდამცველები ამოწმებდნენ მოქალაქეების პირად ნივთებსა და დოკუმენტებს. ზოგიერთ შემთხვევაში დაწესდა 135-ევროიანი ჯარიმა.