გერმანიის რამდენიმე ქალაქში საცხოვრებელი ხარჯების შემცირების, განათლების დაფინანსების ზრდისა და სოციალური გარანტიების შენარჩუნების მოთხოვნებით აქციები გაიმართა
გერმანიის ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა. მომიტინგეები შეიკრიბნენ ბერლინში, ჰამბურგში, ფრანკფურტში, მიუნხენსა და ფრაიბურგში.
ახალგაზრდების მთავარ მოთხოვნებს საცხოვრებელი ხარჯების შემცირება, განათლების დაფინანსების გაზრდა, კლიმატის დაცვა და სოციალური გარანტიების შენარჩუნება წარმოადგენდა.
დემონსტრანტები ასევე ეწინააღმდეგებიან სამხედრო ხარჯების ზრდას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესაძლო შემოღებას.
პოლიციის ცნობით, გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქში, ჰამბურგში დემონსტრაციაში 6 700 ადამიანი მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, აქტივისტების რამდენიმე ჯგუფმა სამშენებლო მოედნის ბარიერები დაანგრია და ქუჩაში დაყარა. ზოგიერთი ბარიერი მოგვიანებით დაწვეს. პოლიციამ მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.
აქციები გაიმართა ფრანკფურტშიც. გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, ქალაქში დემონსტრაციის შემდეგ მომიტინგეებთან შეტაკების შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
კელნში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის მონაწილეების დასაშლელად მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა პოლიციელების მიმართულებით ფეიერვერკები გაუშვეს.