მსოფლიოში იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი არალეგალურად მოვაჭრე ჟაკ მესიე პორტუგალიაში დააკავეს
პორტუგალიელმა სამართალდამცველებმა მსოფლიოში იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი არალეგალურად მოვაჭრე, ბელგიელი წარმოშობის ჟაკ მესიე დააკავეს. ამის შესახებ მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
ჟაკ მესიე ბოლო 30 წლის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა მსხვილ კონფლიქტში იარაღის მომწოდებლად მიიჩნევა. მათ შორის ლიბიაში, ჩადში, პაკისტანსა და ირანში, სადაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტექნიკა, ვერტმფრენები და სხვა აღჭურვილობა ჩაჰქონდა. მას ოთი წლით თავისუფლების აღკვეთაც შეუფარდეს, თუმცა მაშინ მიმალვა შეძლო.
ჟაკ მესიე პორტუგალიის ქალაქ ევორაში, ერთ-ერთ ვილაში დააკავეს. ოპერაცია ფრანგი, ბელგიელი და პორტუგალიელი სამართალდამცველების ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძებნილის კვალზე გასვლა პოლიციამ ცხენების ტრანსპორტირებისთვის გადაუხდელი ქვითრის შედეგად შეძლო.
ბელგიის ხელისუფლება მისი ექსტრადირების მოთხოვნით პორტუგალიას უახლოეს მომავალში მიმართავს.