მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2.6 მილიონით გაიზარდა
მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2.6 მილიონით გაიზარდა.
აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წლის მარტის მაჩვენებლის იდენტურია. ბევრ ქვეყანაში გავრცელება შარშანდელი წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მაღალია ინდოეთში და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილში. ამ კვირაში შეერთებულ შტატებში 20 ათასით ნაკლები ინფიცირებული ადამიანი იქნა გამოვლენილი, ვიდრე წინა კვირას.
ამჟამად ქვეყანაში დღეში 12-13 ათასი შემთხვევა დასტურდება, რაც 2020 წლის მარტის მაჩვენებლებს შეესაბამება. ინფიცირების შემთხვევები შემცირებულია ევროპის ქვეყნებშიც. ესპანეთსა და საფრანგეთში დღეში 5 ათასზე ნაკლები ინფიცირებული ადამიანი რეგისტრირდება, იტალიაში – 1.5 ათასზე ნაკლები, ხოლო გერმანიაში – უკვე ათასზე ნაკლები.
თურქეთში, ზედიზედ მეორე კვირაა, დღეში 5-6 ათასი შემთხვევა ვლინდება. ეს თითქმის ნახევარჯერ ნაკლებია ვიდრე ერთი თვის წინ, და 10 ჯერ ნაკლებია, ვიდრე აპრილის შუა რიცხვებში. ბოლო კვირის განმავლობაში, 69 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა „კოვიდ 19“-ით. ეს თითქმის 400-ით მეტია, ვიდრე ერთი კვირით ადრე. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ინფიცირების შემცირების ფონზე გაიზარდა: თუ ზაფხულის დასაწყისში ეს იყო 2.08 პროცენტი, ახლა ის 2.17 პროცენტს შეადგენს.