მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 417 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 417 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 12 695 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით 107.4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 2 360 280 პირი კი გარდაიცვალა.
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების თითქმის ნახევარი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი.
ინფიცირების და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც კორონავირუსული ინფექცია დღემდე 27 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 480 000-ზე მეტი კი დაიღუპა.