მსოფლიოში ექვსი თვის განმავლობაში 66 ჟურნალისტი მოკლეს
მსოფლიოში ექვსი თვის განმავლობაში 66 ჟურნალისტი მოკლეს

მსოფლიოს 22 ქვეყანაში, 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საერთო ჯამში, 66 ჟურნალისტი მოკლეს. მონაცემებს არასამთავრობი ორგანიზაცია Press Emblem Campaign – ი ავრცელებს.

ამ წლის მაჩვენებელი სამჯერ აღემატება შარშან ამ დროს ჩატარებული კვლევის შედეგებს.

ანგარიშში წერია, რომ ამ 6 თვის განმავლობაში ავღანეთში 11 ჟურნალისტი მოკლეს , მექსიკაში რვა, სირიაში შვიდი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექვსი , იემენში კი ხუთი.

ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტები მოხდა ინდოეთში, პაკისტანში, ღაზას სექტორში, ბანგლადეშსა და კოლუმბიაში .