მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანზე, სერენა უილიამსზე დოკუმენტური სერიალი გადაიღეს
ამერიკული ტელეარხი HBO მაყურებლებს წარუდგენს ხუთსერიან დოკუმენტურ ფილმს მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანზე, ამერიკელ სერენა უილიამსზე.
სურათის სახელწოდებაა – “სერენად ყოფნა”.
პირველი სერია ეთერში 2 მაისს გავა .
ფილმში მოთხრობილი იქნება ჩოგბურთელის ფეხმძიმობის, დედობისა და ჩოგბურთში დაბრუნების შესახებ.
“მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა ეკრანის მეშვეობით გაგიზიარებთ იმ ისტორიებს, რომლის გამოვლაც მომიწია. მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა”, – დაწერა საკუთარ “ინსტაგრამზე” სერენა უილიამსმა.