მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ლგბტ აღლუმები იმართება
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ლგბტ აღლუმები იმართება

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ლგბტ პირების აღლუმი იმართება. აქციები ეძღვნება ე.წ. სთოუნვოლის ამბოხის 50-ე წლისთავს.

1969 წლის 28 ივნისს ნიუ იორკის გეიბარსთოუნვოლის“ სტუმრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ამ მოვლენებს ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებისათვის ბრძოლის დასაწყისად მიიჩნევენ.

ამ თარიღის აღსანიშნად ფერადი მსვლელობები გაიმართა პარიზში, ჰელსინკიში. აღლუმი გაიმართა ჩრდილოეთ მაკედონიაშიც, სადაც ქუჩაში ასევე გავიდნენ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებიც, თუმცა შეტაკება არ მომხდარა.

დღეს ყველაზე მასშტაბური აღლუმი ე.წ. მსოფლიო პრაიდი დაგეგმილია ნიუ იორკში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ე.წ. პრაიდების თვეს და პირობა დადო, რომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების დისკრიმინაციას მთელ მსოფლიოში შეებრძოლება.