მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, რუს ალექსანდრა სოლდატოვას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, – დაწერა რამდენიმე რუსულმა ინტერნეტ-გამოცემამ.
„მოსკოვის საავადმყოფოში ხუთ თებერვალს სასწრაფოდ მიიყვანეს 21 წლის ალექსანდრა სოლდატოვა. სუიციდური მცდელობის გამო, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ასევე გოგონას ბულიმიის დიაგნოზი დაუსვეს. ამ მომენტისთვის, პაციენტის დაკითხვა შეუძლებელია და ტრავმის მიღების გარემოების შესახებ არაფერია ცნობილი”, – დაწერა ერთ-ერთმა წყარომ.
სოლდატოვა ევროპის სამგზის ჩემპიონიცაა.