მსოფლიოს ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა ნოკაუტით მოიგო და ტიტული შეინარჩუნა
20:04, 05.11.2017
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს საკრივო კავშირის (WBC) ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონმა, ამერიკელმა დეონტეი უაილდერმა (39-0, 38KO) მარტივად დაიცვა საჩემპიონო ქამარი კანადელი ბერმეინ სტივერნის წინააღმდეგ.
ეს იყო მოკრივეების რიგით მეორე ბრძოლა. ორი წლის წინ, პირველ ორთაბრძოლაში უაილდერმა 12 რაუნდის შემდეგ, ქულებით აჯობა სტივერნს. ჩემპიონმა პირველ რაუნდში ნოკაუტით დაასრულა შეხვედრა. სანამ რეფერი ბრძოლას შეწყვეტდა, უაილდერმა კანადელი მეტოქე ორჯერ გაუშვა ნოკდაუნში. მესამე წაქცევის შემდეგ, ორთაბრძოლის გაგრძელება სტივერნისთვის სახიფათო იყო.
შეხვედრის შემდეგ, დეონტეი უაილდერმა ბრძოლაში გამოიწვია სუპერმძიმე კატეგორიის მეორე ვარსკვლავი, ვლადიმირ კლიჩკოს მძლეველი ენტონი ჯოშუა. შეგახსენებთ, რომ WBA, WBO-სა და IBF-ის ვერსიით, ბრიტანელი ფლობს საჩემპიონო ქამრებს.