ფიფას პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ყველაზე ლამაზი გოლი საფრანგეთის ნაკრების მცველმა ბენჟამენ პავარმა გაიტანა.
ეს გოლი „შტუტგარტის“ 22 წლის მცველმა საჯარიმოს გარედან დარტყმით გაუტანა მერვედფინალში არგენტინის ნაკრებს.
ჩემპიონატის ყველაზე ლამაზი გოლი საერთაშორისო ფედერაციამ 18 გოლიდან აარჩია.