მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი შოტლანდიასა და უკრაინას შორის ოფიციალურად გადაიდო #1TVSPORT
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი შოტლანდიასა და უკრაინას შორის ოფიციალურად გადაიდო #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალი შოტლანდიასა და უკრაინას შორის ოფიციალურად გადადებულია. შეხვედრა 24 მარტს, გლაზგოს „ჰემპდენ პარკზე“ უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლა, ფიფა-სა და უეფა-ს შორის კონსულტაციების შემდეგ, მატჩი ივნისში გადაიტანეს.

ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით, შეხვედრა 4 ივნისს გაიმართება, ხოლო ამ წყვილში გამარჯვებული 7 ივნისს, ავსტრიასა და უელსს შორის მოგებულს ფინალში შეხვდება.

ამასობაში, უეფა-ს გაუჩნდა თავსატეხი – რა უყოს შოტლანდიისა და უკრაინის ნაკრებების თამაშებს ერთა ლიგაზე, რომლებიც ივნისში არის დანიშნული. სავარაუდოდ, ეს მატჩები სექტემბერში გადავა და ამ შემთხვევაში, გუნდებს ამ თვეში სამ-სამი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ.