მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს პლეი ოფის განმეორებით მატჩები გაიმართება
ბაზელსა და პირეოსში დღეს მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის კიდევ ორი მონაწილე ოფიციალურად გაირკვევა.
სტუმრად 1-0 მოგებული მატჩის შემდეგ შვეიცარიის ეროვნული ნაკრები წყვილის აშკარა ფავორიტის რანგში ჩრდილოეთ ირლანდიას ბაზელის “წმინდა იაკობის სახელობის არენაზე” უმასპინძლებს.
ორივე გუნდი მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით გამართავს. პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილია მეორე გასამართ შეხვედრაში. ხორვატიის ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი ბერძნებს 4-1 მოუგო და ფაქტობრივად გაინაღდა მუნდიალის საგზური.
საბერძნეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად 3-0 ანგარიშით მოგება სჭირდება. შვეიცარია-ჩრ.ირლანდიის დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
საბერძნეთისა და ხორვატიის მატჩი კი სტარტს 23:45 წუთზე აიღებს.