მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი და არგენტინა ითამაშებენ | ჩინეთი 2019
დასრულდა მეორე ნახევარფინალური მატჩი ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები ხვდებოდნენ.
ფავორიტად თამაშინ წინ ფრანგები ითვლებოდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამას არგენტინელები კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ. როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, სამხრეთამერიკელებმა ძალიან მაღალი დონის კალათბურთი აჩვენეს და ევროპელები 14 ქულის სხვაობით, 80-66 დაამარცხეს.
მატჩის გმირი 39 წლის ლუის სკოლა გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 28 ქულა შესძინა და, გარდა ამისა, 13 მოხსნა და ორი ასისტი შეასრულა.
ფრანგებს შორის საუკეთესო ფრანკ ნტილიკინა იყო, 16 ქულით, ორი მოხსნითა და ორი ასისტით.
ამრიგად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, რომელიც პეკინის „კადილაკ არენაზე“ 15 სექტემბერს გაიმართება, ერთმანეთს არგენტინა და ესპანეთი შეხვდებიან.
მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხზე იხილავთ.