პოპოვიჩმა ჟურნალისტები გააკრიტიკა (ვიდეო)
პოპოვიჩმა ჟურნალისტები გააკრიტიკა (ვიდეო)

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ ტურნირის მთავარი სენსაცია მოხდა: ასპარეზობას მთავარი ფავორიტი, ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი გამოეთიშა.

გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა საფრანგეთთან მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა 79-89 დათმეს და 13 წლის შემდეგ პირველად განიცადეს მარცხი ოფიციალურ მატჩში. შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გრეგ პოპოვიჩი დონოვან მიჩელთან ერთად გამოცხადდა. ჟურნალისტმ„ იუტა ჯაზის“ ერთ-ერთ ლიდერს ჰკითხა, ისურვებდა თუ არა ის ახლა, რომ მის გვერდით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სხვა მოთამაშეები ყოფილიყვნენ. შეკითხვაზე პასუხი პოპოვიჩმა გასცა და მედიის წამომადგენლებს პატარა გაკვეთილი ჩაუტარა.

„ჩემი აზრით, ასეთი კითხვების დასმა უპატივცემულობაა. თქვენ ასეთი ბიჭები გყავდათ და ესენი წამოიყვანეთ? – ეს ყველას მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა. ჩვენს მიმართ და ფრანგების მიმართაც, ან სხვების, ვის წინააღმდეგაც გვითამაშია. მე ძალიან ვამაყობ, რომ სწორედ ეს 12 მოთამაშე მყავდა. მათ ზაფხული და სრული ენერგია შესწირეს, რათა აქ ჩამოსულიყვნენ და ეთამაშათ. ისინი ამისთვის ქებას იმსახურებენ“, – განაცხადა გრეგმა.

დატოვე კომენტარი