ჯეისონ ტატუმს კოჭის ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწიოს
ჯეისონ ტატუმს კოჭის ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწიოს

ამერიკის შეერთებული შტატების გუნდმა ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი სამი მოგებით დაასრულა. თუმცა, თურქეთის ნაკრებთან გრეგ პოპოვიჩის გუნდმა დიდი გაჭირვებით, ოვერტაიმიან შეხვედრაში ერთი ქულის სხვაობით, 93-92 მოიგო.

ამერიკელთა ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯეისონ ტატუმმა, რომელმაც ძირითადი დროის უკანასკნელ წამზე საჯარიმოები ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. მოგვიანებით, „ბოსტონ სელტიკსის“ კალათბურთელმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

როგორც გაირკვა, ტატუმს კოჭი დაუზიანდა და შესაძლოა, მას რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწიოს. „ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ბრაიან ვინდჰორტი იუწყება, რომ ჯეისონი მინიმუმ ორ მატჩში ვერ შეძლებს ამერიკელთა დახმარებას.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გრეგ პოპოვიჩის გუნდი პირველ შეხვედრას ხვალ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.