საბერძნეთის ნაკრები პლეი-ოფის გარეშე დარჩა
საბერძნეთის ნაკრები პლეი-ოფის გარეშე დარჩა

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა საბერძნეთის ეროვნული ნაკრები. თანასის სკურტოპოლოსის გუნდი შენჟენში ჩეხეთს დაუპირისპირდა.

პლეი-ოფში გასასვლელად ბერძნებს 12 ქულის სხვაობით მოგება სჭირდებოდათ. საბოლოოდ, შეხვედრა საბერძნეთმა ანგარიშით 84:77 მოიგო, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. რონალდ გინზბურგის გუნდში საუკეთესო 25 ქულით იარომირ ბოჰაჩიკი გამოდგა. ტომაშ სატორანსკიმ 13 ქულა, ცხრა პასი და რვა მოხსნა დააგროვა. ასევე 13 ქულით დაასრულა შეხვედრა პატრიკ აუდამ.

ბერძნებს შორის ყველაზე შედეგიანი 27 ქულით 6 პასითა და 6 მოხსნით ნიკ კალატესი გამოდგა. გიანის ანტეტოკუნმპომ მოედანი ნაადრევად ხუთი ჯარიმის მიღების გამო დატოვა, რამაც შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. დღესვე ამავე „კეი“ (K) ჯგუფში, 16:30 სააათზე, აშშ ბრაზილიას შეხვდება.