ლიეტუვამ დომინიკას იოლად სძლია - მონტენეგრომ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა | ჩინეთი 2019
ლიეტუვამ დომინიკას იოლად სძლია - მონტენეგრომ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა | ჩინეთი 2019

„ელ“ (L) ჯგუფში ბოლო მატჩი ჩაატარა ლიეტუვის ეროვნულმა გუნდმა. ადომაიტისის შეგირდებმა დომინიკის რესპუბლიკის გუნდი ანგარიშით 74:55 დაამარცხეს, თუმცა პლეი-ოფში გასვლა ვერ შეძლეს.

ლიეტუველთაგან საუკეთესო იონას ვალანჩუნასი გამოდგა, რომელმაც 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე 19 ქულა დააგროვა ლუკას ლეკავიჩუსმა. დომინიკელთა შორის ყველაზე მეტი 14 ქულა რიგობერტო მენდოზას ანგარიშზეა. დღესვე, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა მონტენეგრომ, რომელმაც იაპონია უპრობლემოდ, ანგარიშით 80:65 დაამარცხა.

ასევე, ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა იორდანიის გუნდმა. მათ სენეგალის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 79:77 სძლიეს.