მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წინ, ევროპული კლუბები ფეხბურთელებს ნაკრებში ერთი კვირით ადრე გაუშვებენ #1TVSPORT
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წინ, ევროპული კლუბები ფეხბურთელებს ნაკრებში ერთი კვირით ადრე გაუშვებენ #1TVSPORT

ევროპულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წინ ერთი კვირით ადრე შეძლებენ საკუთარ ნაკრებებთან შეერთებას.

ამის შესახებ დაწერა ფრანგულმა გაზეთმა „ეკიპმა“. ეს ინფორმაცია ეყრდნობა წერილს, რომელიც უეფა-მ თავის 55 წევრ ქვეყანას გაუგზავნა.

როგორც ირკვევა, კლუბები ფეხბურთელებს თავიანთ ნაკრებებში 2022 წლის 14 ნოემბრიდან გაუშვებენ. ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი 21 ნოემბერს არის დაგეგმილი.

უეფა-ს, ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.