1. Stratolaunch model 351 – კომპანია Scaled Composite-ის პროდუქტი, რომელიც 2019 წელს დაგეგმილი პირველი ფრენის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდი იქნება. Stratolaunch-ი ტრადიციული ხომალდებისგან განსხვავებით, ორი კორპუსისგან არის შემდგარი. თითოეულის სიგრძე 73 მეტრია, ფრთების სიგრძე კი – 117 მეტრს აღემატება. Stratolaunch- 226 796 კილოგრამს იწონის. 2019 წელს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, Stratolaunch ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდების 72 წლიან რეკორდს მოხსნის და Hughes H-4 Hercules -ის უკან ჩამოიტოვებს.
2. Hughes H-4 Hercules – კომპანია Hughes Aircraft -ის მიერ შემუშავებული ჰიდროთვითმფრინავი, რომელმაც ერთადერთი გაფრენა 1947 წლის 2 ნოემბერს განახორციელა და სულ რაღაც 1.5 კმ გაგრძელდა. მას ზედმეტ სახელად Spruce Goose-საც ეძახიან, რაც სიტყვასიტყვით თარგმნისას “ნაძვის ბატს” ნიშნავს, თუმცა ხომალდის კორპუსი არყის ხისგან არის დამზადებული. ის 113 399 კილოგრამს იწონის. Hughes H-4 Hercules-ის კორპუსის სიგრძე 66.65 მეტრი, ფრთების კი 97.54 მეტრს შეადგენს. ხომალდის დანიშნულება ერთდროულად 750-მდე სამხედრო პირისა და მათი აღჭურვილობის გადაყვანა იყო.
3. Antonov An-225 Mriya – Antonov Airlines- ის მიერ აგებული რეაქტიული თვითმფრინავი, რომლის უმთავრესი დანიშნულებას რაკეტ-მზიდებისა და კოსმოსური ხომალდების გადაზიდვა წარმოადგენდა. პირველი გაფრენა 1988 წლის 21 დეკემბერს განახორციელა
წონა: 285 000 კილოგრამი
სიგრძე: 84 მეტრი
ფრთების სიგრძე: 88.4 მეტრი.
4. Airbus A380-800 – ორსართულიანი საჰაერო ხომალდი, რომელსაც ერთდროულად მაქსიმუმ 850-მდე ადამიანი გადაყვანა შეუძლია. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში მგზავრების რიცხვი 450-500 მერყეობს. პირველი ფრენა 2005 წელს შედგა.
წონა: 277 000 კილოგრამი
სიგრძე: 72.72 მეტრი
ფრთების სიგრძე 79.75 მეტრი.
5. Boeing 747-8 – 1970 -იანი წლებიდან ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ, ბოინგ 747 უდავოდ “ცის დედოფალია”.
წონა: 220 128 კგ
სიგრძე: 76.3 მეტრი
ფრთების სიგრძე: 68.4 მეტრი.
6. Antonov An-124 – პირველი ფრენა 1982 წელს განახორციელა. ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო-საჰაერო ხომალდი. დღეისთვის გამოიყენება გაბარიტული ტვირთების გადასაზიდად და კოსმოსური პროგრამების მხარდაჭერისთვის.
წონა: 175 000 კგ
სიგრძე: 68.96 მეტრი
ფრთების სიგრძე 73.3 მეტრი.
7. Lockheed C-5 Galaxy – ექსპლუატაციაში 1968 წელს შევიდა. ერთდროულად Apache-ის ტიპის 6 სამხედრო ვერტმფრენის ან M1 ტიპის 2 საბრძოლო ტანკის გადაზიდვა შეუძლია 11 000 კმ-ის მანძილზე. ის ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის სამხედრო კონტიგენტისა და აღჭურვილობების საზღვრებს მიღმა გადასასროლად გამოიყენებოდა.
წონა: 172 371 კგ
სიგრძე: 75.31 მეტრი
ფრთების სიგრძე: 67.89 მეტრი.
8. Tupolev Tu-160 – ზებგერითი, სტრატეგიული ბომბდამშენი რუსეთის საჰაერო ძალების შემადგენლობაში ირიცხება. გააჩნია საბრძოლო მოქმედების ფართო დიაპაზონი. ის მსოფლიოში უდიდესი კეცვადფრთიანი ხომალდია. ექსპლუატაციაში 1987 წელს შევიდა.
წონა: 110 000 კმ
სიგრძე: 54.10 მეტრი
ფრთების სიგრძე 55.70 მეტრი.
9. HAV Airlander 10 – ჰიბრიდული ჰელიუმის დირიჟაბლი. ბრიტანული Hybrid Air-ის მიერ აშშ-ის არმიისთვის შექმნილი საჰაერო ხომალდი.
წონა: 20 000 კგ
სიგრძე 92 მეტრი
ფრთების სიგრძე 43.5 მეტრი
პირველი ფრენა: 2012.
10. Mil Mi-26 – მართალია ის ყველაზე დიდი ვერტმფრენი არ არის, ეს ტიტული Mil V-12-ის ეკუთვნის. თუმცა, Mil Mi-26 ყველაზე დიდი ვერტმფრენია, რომელიც სერიულ წარმოებაში ჩაეშვა და დღემდე ოპერირებს. მას არქტიკულ გარემოში, 90-მდე ჯარისკაცისა და 20 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია.
წონა: 28 200 კგ
სიგრძე: 40 მეტრი
პროპელერის დიამეტრი: 32 მეტრი
ექსპლუატაციაშია 1977 წლიდან.
მომზადებულია CNN-ის მიხედვით.