მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ რუსეთს წევრობა შეუჩერა. გადაწყვეტილება ორგანიზაციის წევრებმა საგანგებო სესიაზე მიიღეს.
ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ერთადერთი მიმართულება მოგზაურობისთვის რუსეთი სამხედრო დამნაშავეებისთვის ჰააგა უნდა იყოს“, – წერს კულება.
კულებამ მადლობა გადაუხადა ყველა წევრს, რომელმაც წევრობის შეჩერების სასარგებლოდ დააფიქსირა ხმა.
თუმცა, რამდენიმე საათით ადრე რუსეთის ხელისუფლებამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ თავად განაცხადა.