მსოფლიო თასზე ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა - ახალმა ზელანდიამ კანადა გაანადგურა | იაპონია 2019
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გამართა ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ახალი ზელანდიის ეროვნულმა გუნდმა.
კანადის წინააღმდეგ მიმდინარე მატჩში „შავებს“ წუთითაც არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ თავიანთი უპირატესობა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 63:0 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა შემადგენლობაში სამი ძმა – ბოდენ, სკოტ და ჯორდი ბარეტები თამაშობდნენ და სამივემ შეძლო ლელოს დადება.
ამ გამარჯვებით ახალმა ზელანდიამ ცხრა ქულა მოაგროვა და B ჯგუფში ერთპიროვნულ ლიდერ იტალიას ერთი ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზე, ხუთი ქულით, ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი, სამხრეთ აფრიკის გუნდი იმყოფება.
B ჯგუფის დარჩენილი მატჩები:
4 ოქტომბერი
სამხრეთი აფრიკა – იტალია
6 ოქტომბერი
ახალი ზელანდია – ნამიბია
8 ოქტომბერი
სამხრეთი აფრიკა – კანადა
12 ოქტომბერი
ახალი ზელანდია – იტალია
13 ოქტომბერი
ნამიბია – კანადა