ფინურ ქალაქ კონტიოლახტში დღეს სტარტი აიღო 2020-2021 წლების სეზონის მსოფლიო თასმა ბიატლონში.
პირველი ეტაპის ინდივიდუალური რბოლა 20კმ-ზე კაცებში ყველასთვის მოულოდნელად, ნაკლებად ცნობილმა ნორვეგიელმა, სტურლა ჰოლმ ლეგრეიდმა მოიგო. მეორე ადგილზე მისი თანამემამულე, 2019/2020 წლების სეზონის მსოფლიო თასის საერთო ჩათვლის გამარჯვებული იოჰანეს ბო გავიდა. მესამე ადგილი კი გერმანელმა ერიკ ლესერმა დაიკავა.
დღესვე, მოგვიანებით, მსოფლიო თასზე კონტიოლახტში რბოლა 15კმ-ზე ქალებს შორის გაიმართება.