მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში ნორვეგიელი იოჰანეს ბო გალიდერდა | ბიატლონი
ბიატლონში მსოფლიო თასის ორი ეტაპის შემდეგ კაცებში საერთო ჩათვლაში ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს – მის ანგარიშზე 248 ქულაა.
მეორე ადგილს 191 ქულით ფრანგი მარტან ფურკადი იკავებს, მესამეზე კი ასევე საფრანგეთის წარმომადგენელი ანტონინ გიგონაა (187ქულა).
ქალების საერთო ჩათვლაში 252 ქულით იტალიელი ბიატლონისტი დოროტეა ვირერი ლიდერობს, მეორე ადგილზე ფინელი კაისა მაკარაინენია (245 ქულა), მესამე ადგილს სლოვაკი პაულინა ფიალკოვა იკავებს, რომლის ანგარიშზეც 219 ქულაა.
მსოფლიო თასის მესამე ეტაპი 20-დან 23 დეკემბრის ჩათვლით, ჩეხეთში გაიმართება.