მსოფლიო თასის მეშვიდე ეტაპის პირველი რბოლა კაცებში ბომ მოიგო, ხოლო ქალებში ეკჰოფმა | ბიატლონი
კანადურ კენმორში მსოფლიო თასის მეშვიდე ეტაპი დაიწყო. პირველი ინდივიდუალური რბოლა კაცებში 15 კმ-ზე გაიმართა, რომელიც მსოფლიო თასის საერთო ჩათვლის ლიდერმა, ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ დამაჯერებლად მოიგო. მეორე ადგილზე მისი თანამემამულე კრისტიანსენი გავიდა, რომელიც ბოს ორ წუთზე მეტით ჩამორჩა. მესამე კი რუსი ლოგინოვი გახლდათ.
მამაკაცების შემდეგ, ქალების ინდივიდუალური რბოლა 12.5 კმ-ზე გაიმართა. პირველი შეჯიბრებისგან განსხვავებით ეს რბოლა ძალიან დაძაბული გამოდგა. გამარჯვება ამ შემთხვევაშიც ნორვეგიელს დარჩა – პირველი ადგილი ეკჰოფმა დაიკავა. მეორეზე ჩეხი დავიდოვა გავიდა, მესამე კი იტალიელი ვიტოცი იყო.