მსოფლიო თასის ბოლო მატჩამდე ბორჯღალოსნებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს | იაპონია 2019
მსოფლიო თასის ბოლო მატჩამდე ბორჯღალოსნებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს | იაპონია 2019

11 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე თავის ბოლო შეხვედრას გამართავს. ჩვენი მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ავსტრალიის ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა, უკვე ჩატარებული სამი მატჩიდან, ერთი მოიგო (ურუგვაი) და ორი წააგო (უელსი, ფიჯი).

ავსტრალიის წინააღმდეგ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.