მსოფლიო სავალუტო ფონდი 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს არ გააუარესებს
მსოფლიო სავალუტო ფონდი 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს არ გააუარესებს.
როგორც ფონდის დირექტორი კრისტალინა გეორგიევა აცხადებს, 2023 მძიმე წელი იქნება, თუმცა ვიდრე ხალხს აქვს სამსახური, ეკონომიკა შეინარჩუნებს მდგრადობას. გეორგიევა პროგნოზის გაუარესებას არ ვარაუდობს.
მსოფლიო სავალუტო ფონდში ვარაუდობენ, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკა 2,7%-ით გაიზრდება.
როგორც ფონდის დირექტორმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, სავარაუდოდ, ინფლაციის დაძლევა წელსაც ვერ მოხერხდება.
მისივე თქმით, დღევანდელი სამყარო არაერთი კრიზისის წინაშე დგას და მსოფლიო თანამეგობრობა უნდა იყოს მზად მოულოდნელი საფრთხეებისთვის. კერძოდ, მან დაასახელა კლიმატური კატასტროფები, მძლავრი კიბერთავდასხმები და უკრაინაში ომის ესკალაცია, მაგალითად, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით.
გიორგიევამ ასევე თქვა, რომ ნავთობის ფასების ზრდასთან დაკავშირებული შეშფოთება არ გამართლდა და შრომის ბაზარმაც სტაბილურობა შეინარჩუნა.
„ვიდრე ხალხს აქვს სამსახური, ისინი ხარჯავენ ფულს, მიუხედავად მაღალი ფასებისა, და ეს ეხმარება ეკონომიკას“, – განაცხადა მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოქტომბერში მსოფლიო სავალუტო ფონდმა 2023 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2,9%-დან 2,7%-მდე შეამცირა.